ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს ირანიდან გამდიდრებული ურანის რუსეთში გატანა შესთავაზა, რაზეც ტრამპმა უარი განაცხდა – მედია

ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს ირანიდან გამდიდრებული ურანის რუსეთში გატანა შესთავაზა, რაზეც ტრამპმა უარი განაცხდა – აღნიშნულის შესახებ  ინფორმაციას “აქსიოსი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამ წინადადებით პუტინმა დონალდ ტრამპს 9 მარტს გამართული სატელეფონო საუბრის დროს მიმართა.

“აშშ-ის პოზიციაა, რომ ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ ურანის შენახვის უსაფრთხოებაში“ – განაცხადებს „აქსიოსთან“ საუბარში ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

როგორც მედია წერს, თეირანს ამჟამად დაახლოებით 450 კილოგრამი 60%-მდე გამდიდრებული ურანი აქვს. მედიასაშუალების ინფორმაციით, ურანის ამ მარაგის 90%-მდე გამდიდრება რამდენიმე კვირაშია შესაძლებელი, რაც ირანს 10 ატომური ბომბის შექმნის შესაძლებლობას მისცემს.

იტვირთბა....