„ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი“ შავ ზღვაში სამხედრო გაძლიერებას რუსეთის შეკავების მიზნით გეგმავს.
განცხადება ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ სოფიაში უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.
ალექსანდრ ვერშბოუს თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები ალიანსის წევრ ქვეყნებთან, ბულგარეთთან, რუმინეთთან და თურქეთთან, ინტენსიურად მიმდინარეობს და გეგმა შესაძლოა, უკვე ივლისში განხორციელდეს, როდესაც ლიდერები ნატო-ს სამიტზე შეიკრიბებიან.
გენერალური მდივნის მოადგილის აზრით, შავ ზღვაში რუსეთის სტრატეგია თვითდამკვიდრების გლობალური ძალისხმევის ნაწილია, თუმცა ნატო არ მისცემს რუსეთს საშუალებას, უგულებელყოს ის პრინციპები, რომელსაც ევროპული უსაფრთხოების სისტემა ეფუძნება.