ისრაელმა ბეირუთში, „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრზე იერიში მიიტან – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
„დარტყმებამდე მივიღეთ ზომები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების რისკის შესამცირებლად“, – განაცხადეს თავდაცვის ძალებში.
მათივე ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 110 სამეთაურო ცენტრზე იქნა იერიში მიტანილი.

