ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, წინასწარ დაწერილი დასკვნა გამოქვეყნდა, საქართველო მოწინავეა ეუთო-ს ქვეყნებს შორის დემოკრატიული განვითარებით – ირაკლი კობახიძე

მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, წინასწარ დაწერილი დასკვნა გამოქვეყნდა, საქართველო მოწინავეა ეუთო-ს ქვეყნებს შორის დემოკრატიული განვითარებით –  ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ეს იყო პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი. ფაქტი, რომ ინტერესთა კონფლიქტი დამალა ამ კონკრეტულმა ადამიანმა, ეჭვებს აღრმავებს. ყველამ ვიცით, რომ წინასწარ იყო დაწერილი ის დასკვნა, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა. საბოლოო ჯამში, ყველა ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე სიცრუით არის გაჯერებული ეს დასკვნა, რაზეც საზოგადოებას კიდევ უფრო ფართოდ წარვუდგენთ ინფორმაციას. ჩვენ, პირველ რიგში, ვამხელთ ყველა იმ სიცრუეს, რომელიც არის ასახული ამ დასკვნაში. ასევე მინდა, აღვნიშნო, ამ დასკვნაში არის წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაცია და რეკომენდაციები, რომლებიც შეესაბამება სინამდვილეს და რომელთა გათვალისწინებაც არის აუცილებელი. ასეთი ჩანაწერებიც არის ამ დასკვნაში. ამაზე დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას. ჩვენ ალბათ სპეციალურ ბრიფინგსაც მივუძღვნით ამ საკითხს გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის ინფორმაციის ქონა ამ საკითხზე. არის საკითხები, რაზეც ჩვენ გვჭირდება ყურადღების გამახვილება, თუმცა მთლიანობაში ეს დასკვნა არის სიცრუით გაჯერებული.

მთლიანად პოლიტიკურია საფუძველი, სარჩული ამ პროცესების უკან. იცით, რომელი ქვეყნები იყვნენ თავში ამ პროცესის ინიციატორები, როგორ გაგრძელდა შემდეგ ეს პროცესები. თავიდან ბოლომდე არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი პროცესი, რომელიც წამოიწყეს. საქართველოზე მეტად არადემოკრატიული ქვეყანა ვერ ნახეს ეუთო-ს მასშტაბით“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველო არის მოწინავე ეუთო-ს ქვეყნებს შორის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.

“ორმაგი სტანდარტია ძალიან თვალსაჩინო და სამარცხვინო. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ უმძიმეს პროცესებს, რომლებიც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში“ – აღნიშნა კობახიძემ.

იტვირთბა....