aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ISIS-მა სირიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პილოტი მძევლად აიყვანა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ისლამურმა სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სირიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პილოტი მძევლად აიყვანეს.

საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავის დამასკოს მახლობლად გუშინ საღამოს ჩამოვარდა. პილოტმა კატაპულტირება მოასწრო, თუმცა ტერორისტებმა განაცხადეს, რომ აზამ საიდი მათ ტყვეობაში იმყოფება.

ინტერნეტში ვიდეომასალაც გავრცელდა, სადაც თვითმფრინავის ფრაგმენტები და, სავარაუდოდ, დაჯგუფების წევრები ჩანან.

ჩანაწერს სირიელი სპეციალისტები სწავლობენ და პილოტის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ.

ჯერჯერობით უცნობია, სამხედრო თვითმფრინავი ტერორისტებმა ჩამოაგდეს, თუ საქმე ტექნიკურ გაუმართაობას ეხება.

 

იტვირთბა....