აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ლიბანში ჩავიდა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჩავიდა.

„ახლახან ჩამოვედი ბეირუთში ლიბანის ხალხისადმი სოლიდარობის გამომხატველი ვიზიტით. მათ ეს ომი არ აურჩევიათ. ისინი მასში ჩაითრიეს“, – დაწერა გაეროს გენერალურმა მდივანმა X-ში.

მისი თქმით, გაერო ძალისხმევას არ დაიშურებს მშვიდობიანი მომავლისთვის ბრძოლაში.

„მე და გაერო ძალ-ღონეს არ დავიშურებთ მშვიდობიანი მომავლისთვის ბრძოლაში, რომელსაც ლიბანი და ეს რეგიონი ასე იმსახურებენ,“ – განაცხადა გუტერეშმა.

იტვირთბა....