აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ ბაჰრეინში, აშშ-ის საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის ბაზაზე რაკეტებითა და დრონებით დარტყმა განახორციელა

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ რაკეტებითა და დრონებით დარტყმა განახორციელა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის ბაზაზე.

ბაზაზე თავდასხმა რაკეტებისა და დრონების ორი ტალღით განხორციელდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაზაზე დაიბომბა არსებული ძირითადი ობიექტები, მათ შორის დრონების საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, დრონების შესანახი და ტექნიკური მომსახურების ადგილები, დამხმარე აღჭურვილობა და საწვავის ავზები.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ცნობით, დარტყმა წარმატებით განხორციელდა ამერიკელი სამხედროების თავშეყრის ადგილებზე, რამაც მათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

იტვირთბა....