აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უცხოური მედიის ცნობით, თეირანში, იმ მოედანზე, სადაც დემონსტრაციები უნდა გამართულიყო, მასშტაბური აფეთქება მოხდა

თეირანში, იმ მოედანზე, სადაც დემონსტრაციები უნდა გამართულიყო, მასშტაბური აფეთქება მოხდა.

ამის შესახებ ინფორამციას ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით, „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

სააგენტო „თასნიმის“ ცნობით, აფეთქება აშშ-ისრაელის „დაბომბვის“ შედეგი იყო, რომელიც თეირანის ცენტრალური სატრანსპორტო არტერიის, ენგელაბის ქუჩის სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მათივე ცნობით, დღეს თეირანში „ქუდსის ძალების“ მხარდამჭერთა დემონსტრაცია უნდა გამართულიყო, სადაც სავარაუდოდ, ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი და ყოფილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მთავარი მრჩეველი ალი ლარიჯანი უნდა გამოსულიყო.

ცნობითვის, „ქუდსის ძალების“ მსვლელობის ტრადიცია 1979 წლის ირანის რევოლუციის შემდეგ დაიწყო და ყოველწლიურად რამადანის ბოლო პარასკევს იმართება.

იტვირთბა....