“ეს არის აუხდენელი ოცნებებისა და სურვილების სია” – ლევან მახაშვილი ეოთუს მოსკოვის მექანიზმის კრიტიკულ ანგარიშზე განაცხადა.
“ეს არის აუხდენელი ოცნებებისა და სურვილების სია. ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, იმიტომ, რომ ეს მისი მანდატი არ არის, მათ შეიძლება, გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი, დიალოგის მექანიზმი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში გადამისამართება. ამიტომ ცალსახად ეს არის მოსკოვის მექანიზმის მანდატიდან გასვლა.
რაც შეეხება კონკრეტულ კანონებს, რაზე არის საუბარი ამ დოკუმენტში, ამას ვამბობ, რომ აქ ახალი არაფერი თქმულა. გასული ორი წლის მანძილზე თუ რამე ბრალდება გვსმენია საქართველოს მიმართ, სწორედ ამ ბრალდებების ენციკოლოპედიური კრებულია – იგივე სიტყვები, იგივე შეფასებები. თუ ვინმეს აქვს რაიმე, კი, ბატონო, წაიღონ სადაც უნდათ, ჩვენ ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ ჩვენი სიმართლის დასაცავად, თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ ვინმემ ამის საფუძველზე, სადმე ჰააგაში ან სადმე საქმე წაიღოს, ღიმილისმომგვრელია”[Tv პირველი] – ამბობს ლევან მახაშვილი ეუთოს მოსკოვის მექანიზმის კრიტიკულ ანგარიშზე.
მოსკოვის მექანიზმის კრიტიკული ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა. ანგარიშში რეკომენდაციებია როგორც ქართული ოცნების, ისე ეუთოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ. ასევე, საუბარია საკანონმდებლო რეფორმებსა და საქართველოში თავისუფალ არჩევნებთან დაკავშირებით.

