ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

IRI-ის კვლევა: “ქართული ოცნება” 20%, “ნაცმოძრაობა” 19%, “დემოკრატები” 13% – პოლიტიკოსებში ბურჭულაძე 75%-ით ლიდერობს

IRI-ის კვლევა: “ქართული ოცნება” 20%, “ნაცმოძრაობა” 19%, “დემოკრატები” 13% – პოლიტიკოსებში ბურჭულაძე 75%-ით ლიდერობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 20% პასუხობს, რომ “ქართულ ოცნებას”, 19% “ნაციონალურ მოძრაობას” ასახელებს, ხოლო 13% “თავისუფალ დემოკრატებს”. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” აქვეყნებს.

რაც შეეხება პოლიტიკოსთა რეიტინგებს, IRI-ის მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე დიდ კეთილგანწყობას პაატა ბურჭულაძე იმსახურებს.

ბურჭულაძის მიმართ აღნიშნული პოზიცია გამოკითხულთა 75 %-მა გამოხატა. მეორე ადგილს 64 %-ით დავით სერგეენკო იკავებს. შემდეგ პოზიციებზე ერთნაირი მაჩვენებლებით, 60%-ით „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არიან. პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მე-5 ადგილს იკავებს და მის მიმართ კეთილგანწყობას გამოკითხულთა 56 % აფიქსირებს, დავით ბაქრაძის მიმართ კი იგივე პოზიცია გამოკითხულთა 54 %-მა გამოხატა.

აღსანიშნავია, რომ იმავე კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 70% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

გამოკითხვას უკვე მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა პოლიტიკურ წრეებში. “ნაცმოძრაობაში” თვლიან, რომ ამ გამოკითხვამ კიდევ ერთხელ აჩვენა ბოლო წლებში “ქართული ოცნების” უსარგებლო პოლიტიკა. თავად “ოცნებაში” აცხადებენ, რომ გამოკითხვა ჩაატარეს თითქმის იმავე ორგანიზაციებმა, რომლებიც უახლოეს წარსულში დაკავშირებულნი იყვნენ “ნაცმოძრაობასთან”.

 

 

იტვირთბა....