აშშ ფაქტობრივად აღიარებს, რომ რუსული ნავთობის გარეშე გლობალური ენერგეტიკული ბაზარი სტაბილური ვერ დარჩება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.
დმიტრიევის განცხადებით, აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა გამოაცხადა არა მხოლოდ ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვაზე შეზღუდვების შემსუბუქების, არამედ ტრანზიტში მყოფი დაახლოებით 100 მილიონ ბარელ რუსულ ნავთობზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ.
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, მზარდი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკავშირის ბიუროკრატიის ზოგიერთი წევრის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსულ ენერგეტიკულ პროდუქტებზე შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება სულ უფრო გარდაუვალი ჩანს.
ცნობისთვის, აშშ-მა რუსული ნავთობის შეძენაზე სანქციები 11 აპრილამდე მოხსნა. როგორც სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განმარტა, აშშ-მა ქვეყნებს მისცა უფლება, შეიძინონ გემებზე უკვე დატვირთული სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები.

