აშშ-ის საზღვაო ძალებმა შესაძლოა, საერთაშორისო კოალიციასთან ერთად, ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტი განახორციელონ, როდესაც ეს სამხედრო თვალსაზრისით შესაძლებელი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
ბესენტის თქმით, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც აშშ სრულად გააკონტროლებს ცას და ირანის რაკეტების აღდგენის შესაძლებლობები მთლიანად იქნება დაზიანებული.
„მჯერა, რომ როგორც კი სამხედრო თვალსაზრისით შესაძლებელი გახდება, აშშ-ის საზღვაო ძალებმა შესაძლოა, საერთაშორისო კოალიციასთან ერთად, გემების ესკორტი განახორციელონ. ეს მაშინ მოხდება, როცა აშშ სრულ კონტროლს მოიპოვებს ცაზე და ირანის რაკეტების აღდგენის შესაძლებლობებს სრულად დააზიანებს“, – განაცხადა ბესენტმა.
ბესენტის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები ირანისა და ჩინური დროშის ქვეშ მცურავი ტანკერებით მიმდინარეობს, რაც ნიშნავს, რომ სრუტეში ნაღმები არ არის განთავსებული.
„ფაქტობრივად, ახლა ტანკერები შემოდიან, ირანული ტანკერები. მე მჯერა, რომ რამდენიმე ჩინური დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიც შემოვიდა. ასე რომ, ჩვენ ვიცით, რომ მათ სრუტეები არ დაუნაღმავთ“, – განაცხადა ბესენტმა.

