დონალდ ტრამპი თვლის, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი ცოცხალია, მაგრამ დაშავებული.
„ვფიქრობ, ალბათ ცოცხალია. მგონია, რომ დაზიანებულია, მაგრამ, ალბათ მაინც ცოცხალია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, გუშინ ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ახალი სულიერი ლიდერის, აიათოლა მოჯტაბა ხამენეის პირველი მიმართვა გაავრცელა. განცხადებაში, რომელიც ირანელ მოსახლეობას ტელეწამყვანმა წაუკითხა, მოჯტაბა ხამენეი აღნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტეზე ბლოკადა უნდა შენარჩუნდეს. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ „ირანი შურს იძიებს ომში დაღუპული მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით მინაბის გამო, სადაც ამერიკულ იერიშს სკოლასთან 168 ადამიანი, მათ შორის 110 ბავშვი ემსხვერპლა“.

