აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ერაყში ირანული დრონებით ფრანგული სამხედრო ბაზა დაიბომბა – დაიღუპა 1 და დაშავდა 6 ჯარისკაცი

ერაყში ირანული დრონებით ფრანგული სამხედრო ბაზა დაიბომბა – დაიღუპა 1 და დაშავდა 6 ჯარისკაცი – ინფორმაციას Reuters ავრცელებს. მათივე ცნობით, საფრანგეთს ასობით ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული ერბილის რეგიონში.

 “ერაყში, ვარსესში, ერბილის რეგიონში, თავდასხმის დროს საფრანგეთისთვის დაიღუპა მე-7 ბატალიონის უფროსი ოფიცერი არნო ფრიონი. მის ოჯახს და თანამებრძოლებს ერის ღრმა მწუხარებასა და სოლიდარობას ვუცხადებ. ასევე დაიჭრა ჩვენი რამდენიმე ჯარისკაცი. საფრანგეთი მათ გვერდით დგას. თავდასხმა ჩვენ ძალებზე, რომლებიც 2015 ლიდან ISIS-ის წინააღმდეგ იბრძვიან, მიუღებელია. ისინი იქ ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში იმყოფებიან. ირანში ომი ვერ ამართლებს ასეთ თავდასხმებს.” – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პლატფორმა X-ზე.

 ასევე გუშინ, ერაყში, ირანული რაკეტებით დარტყმა განხორციელდა იტალიის სამხედრო ბაზაზე. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ დარტყმის მომენტში იტალიელი სამხედროები თავშესაფარში იმყოფებოდნენ და მათ საფრთხე არ ემუქრებოდათ.

იტვირთბა....