ერაყში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას მედია აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკული მხარის ინფორმაციით, ჩამოვარდა სამხედრო KC-135 ტიპის თვითმფრინავი. როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობა განმარტავს, შემთხვევასთან არც მტრის ცეცხლი და არც მეგობრული ცეცხლი არ ყოფილა დაკავშირებული.
ამჟამად დასავლეთ ერაყში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. შემთხვევა, სამხედროების განცხადებით, ე.წ. მეგობრულ საჰაერო სივრცეში მოხდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტში მონაწილე მეორე თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა.

