აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ქუვეითის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის ცნობით, ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტი რამდენიმე დრონმა დაბომბა

ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტი რამდენიმე დრონმა დაბომბა. ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამსახური ცნობით, თავდასხმამ მატერიალური ზიანი გამოიწვია. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქვეყნის საჰაერო სივრცე ამჟამად ირანთან ომის გამო დაკეტილია. პარალელურად, ქუვეითის ელექტროენერგიის, წყლისა და განახლებადი ენერგიის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით ექვს საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზზე ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სისტემა დროებით გაითიშა. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ნამსხვრევები რაკეტების განეიტრალების მცდელობის შედეგად ჩამოცვივდა.

ქუვეითის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანული დრონი საცხოვრებელ შენობას დაეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

იტვირთბა....