ისრაელი ლიბანში ოპერაციის გაფართოებისთვის ემზადება. შესაბამისი განკარგულება თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა უკვე გასცა. მაღალჩინოსანი ასევე აფრთხილებს ლიბანის პრეზიდენტ ჯოზეფ აუნს, რომ თუ ლიბანის ხელისუფლება არ აღკვეთს „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელზე თავდასხმებს, ამას ისრაელის თავად გააკეთებს.
აღსანიშნავია, რომ გასული ღამით, „ჰეზბოლამ“ ისრაელის ჩრდილოეთ ტერიტორიებისკენ კიდევ ათობით რაკეტა გაუშვა.
ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდირების გამო შურისძიებისთვის, „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ცეცხლი 2 მარტს გახსნა, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო იერიშები მოყვა. შედეგად, ლიბანში ბოლო ათი დღის განმავლობაში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 800 000-ზე მეტს კი საცხოვრებლის დატოვება მოუწია.

