ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის სოფლებში – აფენში, ლელიანში, ფოდანსა და ბოკვიანში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები დააზიანა. მოსახლეობის განცხადებით, მოსავლის 20% განადგურებულია.
ქარმა სახურავი გადახადა სათბურებს, რამდენიმე საცხოვრებელ სახლს კი სახურავი დაუზიანა.
“ძლიერი ქარი მთელი ღამის განმავლობაში ქროდა და ძირითადად სათბურები დააზიანა. მოსავლის 20% მთლიანად განადგურდა, რაც გადარჩა, იმას ხელახლა შეწამვლა უნდა. აუცილებელია, სათბურების განახლებაც, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამის თანხები ფიზიკურად არ გაგვაჩნია. ყველა ოჯახს მოსავლის მოსაყვანად ბანკებიდან ვალი გვაქვს აღებული”, – აცხადებს სოფელ აფენის მცხოვრები, შალვა შეყელაძე.
მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემქნილი სპეციალური ჯგუფის წევრები, ამ დროისთვის დაზიანებულ ნაკვეთებს ათვალიერებენ.