აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან განვიხილეთ როგორც პერსპექტიული ეკონომიკური პროექტები, ასევე რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენა” – კირილ დმიტრიევი

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა, რომ აშშ-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პერსპექტიული ეკონომიკური პროექტები, რუსეთ-ამერიკას შორის ურთიერთობების აღდგენის საკითხი და მსოფლიოში არსებული ენერგეტიკული კრიზისი.

„ჩვენ განვიხილეთ როგორც პერსპექტიული ეკონომიკური პროექტები, ასევე რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენა. ასევე ჩვენ განვიხილეთ მსოფლიოში მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისი. ჩვენ ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტი ქვეყანა, მათ შორის აშშ, აცნობიერებს რუსული ენერგიის, რუსული ნავთობისა და გაზის, მთავარ როლს გლობალურ ბაზრებზე სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ასევე რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ არსებული სანქციების მავნე და არაეფექტურ ხასიათს,“ – განაცხადა კირილ დიმიტრიევმა.

ცნობისთვის, რუსეთისა და აშშ-ს წარმომადგენლებმა შეხვედრა ფლორიდაში გამართეს. შეერთებული შტატების დელეგაციის წევრები იყვნენ სტივ უიტკოფი, თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი და თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი ჯოშ გრუენბაუმი. რუსულ დელეგაციას ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენლი კირილ დმიტრიევი ხელმძღვანელობდა. სტივ უიტკოფის განცხადებით, მხარეებმა რიგი საკითხები განიხილეს და კონტაქტის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.

იტვირთბა....