შალვა პაპუაშვილმა განცხადება გააკეთა – “ქვეყანას ჰყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, ის რაზეც უარი თქვა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ, დღეს სრულად გადმოიბარა ევროპამ”.
“ეუთო-ს ორი მთავარი გზავნილი ჰქონდა – სახელმწიფო ინსტიტუტების ძალადობრივი დამხობა და არჩევნების ბოიკოტი იყო დაგმობილი. ამას სულ რაღაც ორი წინადადება დასჭირდა. მინდა, ევროკავშირის ელჩს ვკითხო, რთულია იმ მარტივი ჭეშმარიტების თქმა, რომ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი არ შეიძლება?” – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ჰერჩინსკისა და ბრიუსელში რატომ უჭირთ მეორე მარტივი წინადადება თქვან, რომ პარლამენტის მანდატების დახევა და პარლამენტიდან გასვლა დემოკრატია არ არის. რატომ უჭირთ? სინამდვილეში, არაფერი უჭირთ. ეს ყველაფერი იციან და ამას განზრახ აკეთებენ, რადგან მათ მიერ რადიკალიზმისთვის მიცემული ლეგიტიმაცია არ გამოაცალონ. დღეს, რადიკალიზმს გარედან სრულად ლეგიტიმაცია აქვს მიცემული. დღეს, ქვეყანას ჰყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, რომელიც საქართველოში ცდილობს, ძალადობრივი სცენარების განხორციელებას, გარედან ხელისუფლების შეცვლას. ის, რაზეც უარი თქვა ამერიკამ და მისმა ახალმა ადმინისტრაციამ, დღეს სრულად გადმოიბარა ევროპამ. როგორც ჩანს, მათ „რეჟიმჩეინჯების“ სახელმძღვანელოები გადაეცათ და ახლა კითხულობენ, რომელიც გვერდზე მისულები არიან. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ მხრივ ცუდი მოსწავლეები არიან და ვხედავთ, 4 ოქტომბერი არის ხელისუფლების დამხობის ჩაფლავებული ოპერაცია, რომელიც გარედან იყო მხარდაჭერილი. კითხვა მარტივია, ევროკავშირის ელჩისა და ბრიუსელის მიმართ, რთულია, ორი მარტივი წინადადების თქმა? ევრობიუროკრატების მიზანია, რადიკალიზმის, ძალადობის, ექსტრემიზმის, პროპაგანდის წახალისება საქართველოს წინააღმდეგ. ყველა რადიკალის უკან არის ევროპული ფული ისევე, როგორც ძალადობის უკან. ეს ბევრჯერ არის დამტკიცებულია. ევროკავშირი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების ყიდვას აფინანსებდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

