აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

 “ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ ირანის მთავრობას ჩამოშლა არ ემუქრება” – როიტერი

ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ ირანის მთავრობას ჩამოშლა არ ემუქრება, – ინფორმაციას „როიტერი“ სამ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, დაზვერვის „მრავალი“ ანგარიში „თანმიმდევრულ ანალიზს“ იძლევა, რომ რეჟიმს კოლაფსი არ ემუქრება“ და „ინარჩუნებს კონტროლს ირანის საზოგადოებაზე“.

დაზვერვის ანგარიშები ხაზს უსვამს ირანის სასულიერო ლიდერების ერთიანობას, მიუხედავად უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მოკვლისა.

ამასთან, გამოცემას ისრაელის მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ისრაელის ოფიციალურმა პირებმა დახურულ დისკუსიებში ასევე აღიარეს, რომ არ არსებობს გარანტია, რომ ომი რელიგიური ხელისუფლების ჩამოშლას გამოიწვევს. წყაროებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ ადგილზე ვითარება ცვალებადია და ირანში დინამიკა შეიძლება, შეიცვალოს.

იტვირთბა....