აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერისთვის, ვინც უარს ამბობს, მმართველ პარტიას დაემორჩილოს” – ნატალი ლუაზო

ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერისთვის, ვინც უარს ამბობს, მმართველ პარტიას დაემორჩილოს.

მან ევროკავშირს “ოცნების” მაღალჩნოსნების მიმართ სანქციების გამოყენებისა და მოქმედებისკენ მოუწოდა. 

“თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერისთვის, ვინც უარს ამბობს, მმართველ პარტიას დაემორჩილოს. ოპოზიციის წევრებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიკოსებს, სტუდენტებს რეპრესია შეიძლება ნებისმიერ დროს დაატყდეთ თავს.

ჩვენს პარლამენტში ევროკავშირისგან მკაცრი ზომებისკენ მოვუწოდებთ, მაგრამ რას ვხედავთ ევროკავშირის საბჭოში? არანაირი ნება მნიშვნელოვანი სანქციების გამოყენების ან ხელისუფლების იზოლაციის. ხოლო კომისია? როგორც ჩანს, მათ ხაზი გადაუსვეს საქართველოს, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო. ვლადიმერ პუტინი გვიყურებს და ჩვენ საშინელ მესიჯს ვგზავნით: ნაცვლად იმისა, რომ დავუპირისპირდეთ ამ პროცესებს, ჩანს, თითქოს რუსეთმა სწორი ძალისხმევა გაიღო”, – განაცხადა ლუაზომ.

იტვირთბა....