რუსეთისა და აშშ-ს წარმომადგენლებმა ფლორიდაში შეხვედრა გამართეს.
ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა.
შეერთებული შტატების დელეგაციის წევრები იყვნენ სტივ უიტკოფი, თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი და თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი ჯოშ გრუენბაუმი.
რუსულ დელეგაციას ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენლი კირილ დმიტრიევი ხელმძღვანელობდა.
„გუნდებმა განიხილეს რიგი საკითხები და შეთანხმდნენ კონტაქტის შენარჩუნებაზე“, – დაწერა სტივ უიტკოფმა.

