აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

სტრატეგიული რეზერვებიდან 400 მილიონი ბარელი ნავთობის გამოყოფის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილების მიუხედავად, ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Brent-ის ნავთობის ბარელის ფასი აზიის ბაზარზე 9%-ით გაიზარდა და 100 დოლარს გადააჭარბა.

აშშ-ის ბაზარზე ნავთობი ასევე 9%-ით გაძვირდა და 95.27 დოლარს მიაღწია.

მანამდე, ათობით ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა, საგანგებო რეზერვებიდან რეკორდული რაოდენობის ნავთობის გამოყოფის შესახებ განაცხადეს.

იტვირთბა....