ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სავჩენკოს „гру-ს მებრძოლებში“ მაისში გაცვლიან

 

მოსკოვი და კიევი შეთანხმდნენ, რომ უკრაინელ მფრინავ ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინაში გასამართლებულ რუსეთის ორ მოქალაქეზე მაისის ბოლომდე გაცვლიან.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა RBK ავრცელებს.

სავჩენკოს გაცვლიან ევგენი ეროფეევსა და ალექსანდ ალექსანდროვში, რომელსაც კიევი “гру”-ს (რუსეთის მთვარი სადაზვერვო სამსახური) მებრძოლებად მიიჩნევს და რომელთაც კიევის სასამართლომ ცოტა ხნის წინ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, უკრაინელი მფრინავი ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში რუსეთის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

იტვირთბა....