აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„სიენენის“ ცნობით, კირილ დმიტრიევი ფლორიდაში ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხვდება

ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის  სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი ამჟამად ფლორიდაშია და ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანიას წყარომ განუმარტა, შეხვედრები ორიენტირებულია რუსეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე.

მათივე ცნობით, დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

იტვირთბა....