აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ჩვენ სწრაფად ვკარგავთ საზღვარგარეთ პროპაგანდისტული სამუშაოებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს” – დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი განცხადებას ავრცელებს. – “ჩვენ სწრაფად ვკარგავთ საზღვარგარეთ პროპაგანდისტული სამუშაოებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს”.

“ჩვენ სწრაფად ვკარგავთ საზღვარგარეთ პროპაგანდისტული სამუშაოებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს. განსაკუთრებით ახლო საზღვარგარეთში. ჩვენს დროში სატელევიზიო ეთერი პირობითი რამაა, ერთი ღილაკის დაჭერით ითიშება.

ჩვენ საქმე გვაქვს მტრულ სოციალურ ქსელებთან, რომლებიც კონკურენციის მწვერვალზე არიან დსთ-სა და მთელ მსოფლიოში. ჩვენ არ ვმუშაობთ ამ გარემოში და უნდა მოვიფიქროთ, როგორ ვიმოქმედოთ მომავალში. ჩვენ არ ვმუშაობთ Telegram-თან. მაშინ, სად უნდა გავავრცელოთ ჩვენი გზავნილი? ეს უნდა მოვიფიქროთ“ – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

იტვირთბა....