„გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ სააგენტოს (UKMTO) ცნობით, ჰორმუზის სრუტეში „დაუდგენელი ჭურვი“ მესამე სატვირთო გემს მოხვდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გემს ჭურვი დუბაიდან ჩრდილო-დასავლეთით 93 კმ-ში მოხვდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ იმყოფებიან.
მანამდე, „გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან სატვირთო გემს ჭურვი მოხვდა. ამასთან, ჭურვი მოხვდა კიდევ ერთ სატვირთო გემს ომანიდან ჩრდილოეთით, რამაც გემზე ხანძარი გამოიწვია და მისი ევაკუაცია გახდა საჭირო.

