აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ემანუელ მაკრონის ხელმძღვანელობით შეხვედრას გამართავენ

დღეს „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრა გაიმართება, რომელზედაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენას განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უხელმძღვანელებს.

გუშინ ემანუელ მაკრონმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ომსა და მსოფლიო ეკონომიკაზე მისი გავლენის შესახებ ისაუბრეს.

კარნის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერები „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს შორის კოორდინაციის გაზრდაზე შეთანხმდნენ.

იტვირთბა....