ისრაელმა ირანის დედაქალაქ თეირანში დარტყმების მეორე ტალღა დაიწყო, ასევე თავდასხმები ხორციელდება ლიბანში, კერძოდ, ბეირუთის გარეუბანში. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ისრაელის სამხედრო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ისრაელში აცხადებენ, თეირანსა და ქალაქ თავრიზში დარტყმები განხორციელდა „ცენტრალურ სამეთაურო ცენტრებზე, სადაც ირანის ტერორისტული რეჟიმის მებრძოლები იყვნენ განლაგებული“.
მოგვიანებით, ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ისინი ასევე ახორციელებდნენ იერიშებს ბეირუთის სამხრეთ გარეუბან დაჰიეზე, რომლის სამიზნესაც „ჰეზბოლას“ კუთვნილი ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა.
ამასთან, ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, თავდასხმის პირველი ტალღის დროს თავრიზში მდებარე დიდი კომპლექსი დაბომბეს, რომელიც ირანის „ბასიჯის“ პარამილიტარული ძალას ეკუთვნის.
„დარტყმები მიზნად ისახავს ირანის ტერორისტული რეჟიმის ძირითადი შესაძლებლობებისა და მთავარი ოპერატიული სტრუქტურებისთვის მიყენებული ზიანის გაზრდას“, – აღნიშნავენ ისრაელის სამხედრო ძალებში დარტყმების პირველი ტალღის შესახებ.

