აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ირანის პრობლემის გადაწყვეტა მნიშვნელოვნად შეასუსტებს რუსეთის გლობალურ გავლენას… მოკლევადიანი სტრატეგიის თვალსაზრისით ეს მომგებიანია” – უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რადიო თავისუფლების მიერ დაფუძნებული The CurrentTimes-ის ინტერვიუში განცხადებას აკეთებს – “ირანის პრობლემის გადაწყვეტა მნიშვნელოვნად შეასუსტებს რუსეთის გლობალურ გავლენას… მოკლევადიანი სტრატეგიის თვალსაზრისით ეს მომგებიანია”

“თუ უფრო ფართოდ შევხედავთ იმ სიტუაციას, რომელიც ამჟამად ირანში ვითარდება, ეს ყველაფერი ერთი დიდი ომის ელემენტებია და რა თქმა უნდა, რუსეთი სწორედ ირანთან არის პირდაპირ ურთიერთკავშირში. ჩემი აზრით, როცა მესამე მსოფლიო ომზე ვსაუბრობთ (მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეს გადაჭარბებად მიაჩნია), რეალურად ეს არის ერთი დიდი ომის ცალკეული ელემენტები, ფაზლის ნაწილები.

ეს ქვეყნები, რუსეთის ერთგვარი მოდერაციით, მათ შორის ირანიც, აჩვენებენ, რომ არ სურთ ცხოვრება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და იმ წესების მიხედვით, რომლებიც განსაზღვრავს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ურთიერთობებს. შესაბამისად, ჩემი აზრით, ირანის პრობლემის გადაწყვეტა მნიშვნელოვნად შეასუსტებს რუსეთის გლობალურ გავლენას, უფრო სწორად დამატებით კიდევ უფრო მეტად დაასუსტებს მას. თავად ომმა უკრაინაში, რომელსაც რუსეთი უკვე ოთხი წელია აწარმოებს და აწარმოებს წარუმატებლად, უკვე გაანულა რუსეთის გლობალური გავლენის ბევრი ასპექტი, რომელიც მას სრულმასშტაბიან შეჭრამდე ჰქონდა. ირანში რეჟიმის ჩამოშლაც იგივე შედეგს გამოიწვევს, მსოფლიოს დაეხმარება რუსეთის დომინანტური გავლენისგან გათავისუფლებაში. უხეშად რომ ვთქვათ, მოკლევადიანი სტრატეგიის თვალსაზრისით ეს მომგებიანია” – ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რადიო თავისუფლების მიერ დაფუძნებული The CurrentTimes-ის ინტერვიუში

იტვირთბა....