“წამოვაყენეთ დიალოგის ნაკლებობის, ბოიკოტისა და ძალადობის საკითხები, უნდა გითხრათ, რომ დიალოგის ნაკლებობაა” – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიტრომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“ეს ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი რამ არის – ყველაფერზე საუბარი შეგვეძლოს ყველა აქტორთან და ვეცდები ავხსნა.
[ეუთოს] საპარლამენტო ასამბლეა ბოლო 6-7 თვის განმავლობაში მჭიდროდ მუშაობს საქართველოში ყველა აქტორთან. კონფიდენციალური, ძალიან გულწრფელი საუბარია. რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში დაინახეთ, ამ თვეების მუშაობის შედეგია. შევძელით ოპოზიციის თითქმის ყველა პარტიასთან, მაგრამ ასევე პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და [პარლამენტის] სპიკერთან მუშაობა. შევძელით ყველა საკითხის წამოყენება.
საშუალება მომეცით გითხრათ, რომ წამოვაყენეთ დიალოგის ნაკლებობის, ბოიკოტისა და ძალადობის საკითხები. ეს ორგანიზაცია [ეუთო] ყველანაირ ძალადობას გმობს, მაგრამ დემოკრატიულმა სისტემებმა, ასევე, მოქალაქეების უფლებები უნდა დაიცვან.
და წამოვაყენეთ დიალოგის ამ ნაკლებობის საკითხი პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან, ასევე, ოპოზიციასთან. და უნდა გითხრათ, რომ დიალოგის ნაკლებობაა” – განაცხადა სამპიეტრომ.

