ავსტრალიელი ცხვარი კრისი რეკორდსმენი შემთხვევითობის გამო გახდა. ის 5 წელი დაკარგული იყო, შესაბამისად ამ დროის განმავლობაში არც გაუკრიჭავთ. როდესაც კრისი იპოვეს ის მატყლის უზარმაზარ მასაში იყო გახვეული და ამის გამო გადაადგილების და მხედველობის პრობლემა ქონდა.
სპეციალისტებმა ცხვარი დააძინეს და ისე გაკრიჭეს, მისმა მატყლის წონამ 40 კილოგრამი შეადგინა. იმის გამო რომ ამხელა მასის ერთბაშად დაკარგვამ და ტემპერატურის ცვლილებამ ცხვარს დამატებითი პრობლემები არ შეუქმნას, კრისი ამ დროისთვის სპეციალურ პირობებში ჰყავთ.
კრისი მერინოსის ჯიშის ცხვარია და მისი მატყლი ძვირფას მასალად ითვლება. მატყლის რაოდენობა, რომელიც კრისს მოაცალეს 30 სვიტერის მოსაქსოვად არის საკმარისი. თუმცა მოუვლელობის გამო მისი ხარისხი დაბალია და მას მოსაქსოვად არ გამოიყენებენ, არამედ ორიგინალურობის გამო მუზეუმს გადასცემენ.