აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბუქარესტის სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს წინააღმდეგ მოწმეთა ჩვენებები ბათილად ცნო

ბუქარესტის სააპელაციო სასამართლომ რუმინეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს და ჰორაციო პოტრას წინააღმდეგ მოწმეთა ჩვენებები გააუქმა. ჯორჯესკუსა და პოტრას წინააღმდეგ საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის არის აღძრული.

მედიის ცნობით, მტკიცებულებები უკანონო გზით იყო მოპოვებული, რაც ბრალდების პოზიციას ძირს უთხრის.

მათივე ინფორმაციით, წინასწარი განხილვით მოსამართლემ 9 მარტს მტკიცებულებებიდან გამორიცხა „პოტრას“ ჯგუფის წევრების მიერ მიცემული 17 ჩვენება, რომლებსაც მოგვიანებით, იმავე საქმეზე, ბრალი წაუყენეს.

სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა „მოწმის დუმილისა და თვითინკრიმინაციის არარსებობის უფლება“, რადგან პირები ჯერ მოწმეებად დაიკითხნენ და მხოლოდ ამის მერე მიენიჭათ ბრალდებულის სტატუსი. შესაბამისად, აღნიშული პირების მიერ მიცემული 17-ვე ჩვენება სასამართლო პროცესზე მტკიცებულებად ბათილად ითვლება.

ცნობითვის, რუმინელმა პროკურორებმა 2025 წლის 16 სექტემბერს კალინ ჯორჯესკუს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა, ძალადობრივი გადატრიალების დაგეგმვაში ბრალი წაუყენეს.

ბრალდებები 2024 წლის დეკემბერში პოლიციის ოპერაციას უკავშირდება, როდესაც ოფიცრებმა ბუქარესტისკენ მიმავალი 21 ადამიანი დააკავეს, რომელთა ნაწილს დანები და ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა.

რუმინელმა პროკურორებმა მაშინ განაცხადეს, რომ შეიარაღებული ჯგუფი შეტაკებების წაქეზებას და „ძირგამომთხრელი ხასიათის ძალადობრივი ქმედებების“ განხორციელებას გეგმავდა, რაც ეროვნული უსაფრთხოებისა და „კონსტიტუციური წესრიგის“ საფრთხეს შექმნიდა.

პროკურორების თქმით, ჯორჯესკუ და გასამხედროებული ჯგუფის ლიდერი ჰორაციუ პოტრა 2024 წლის 7 დეკემბერს შეხვდნენ გადატრიალების დაგეგმვის მიზნით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 6 დეკემბერს გააუქმა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები, რომელშიც ჯორჯესკუმ გაიმარჯვა სავარაუდოდ რუსული გავლენის ოპერაციის შედეგად.

მოგვიანებით კალინ ჯორჯესკუ დისკვალიფიცირებული იქნა 2025 წლის მაისის განმეორებით არჩევნებში კენჭისყრიდან. თავად კალინ ჯორჯესკუ ბრალდებებს უარყოფს.

იტვირთბა....