გერმანიის საგარეო მინისტრი იოჰან ვადეპული აცხადებს, რომ ევროპა ვალდებულია, სწრაფად ჩამოაყალიბოს პოზიცია ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, რათა მოლაპარაკებების დაწყებისას მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.
ვადეპულის თქმით, ევროპას ამ პროცესში მონაწილეობის ძლიერი ინტერესი აქვს ორი მიზეზის გამო, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით
„ერთის მხრივ, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანი აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს თავის მეზობლებისა და ევროპისთვის, მეორე მხრივ კი, ეკონომიკური ზეგავლენის შეზღუდვისთვის, რაც ჩვენც გვეხება. ამის უარყოფა არ შეიძლება“, – აღნიშნა ვადეპულმა
ასევე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში კვიპროსზე სამხედრო კონტინგენტის განლაგებას არ გამორიცხავს, თუმცა ამჟამად ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.
„ჩვენ შეფასებით, ამ ეტაპზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის საკმარისია იმ ევროპელი მეგობრების ჩართულობა, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის რეგიონში არიან“, – აცხადებს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

