ევროპარლამენტარმა პეტრა აუსტრევიჩუსმა განაცხადა – “ვხედავ, რომ საქართველო ბრუნდება ე.წ. დსთ- ში, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. ასე რომ, გილოცავთ. ბრიუსელის ნაცვლად, თქვენ გეყოლებათ მეტი მოსკოვი”.
“საქართველო არის ნახსენები რეზოლუციაში, მაგრამ ყველა კანდიდატ ქვეყანას სამ ჯგუფად დავყოფდი. სამწუხაროდ, საქართველო მესამე ჯგუფშია, რაც ინტეგრაციის პოლიტიკის არარსებობას გულისხმობს. ვხედავ, რომ საქართველოში ინტეგრაცია შეჩერებულია. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობას ქვეყანა არა ევროპისკენ, არამედ რუსეთისკენ მიჰყავს.
და თუ ეს მთავრობის არჩევანია, მაშინ ევროკავშირის მხრიდან გარკვეული აღიარება ექნება და აქვს კიდეც. ასე რომ, საქართველო კრიტიკულად არის შეფასებული. სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ დიდ შედეგებს, რაც ჩვენზე შთაბეჭდილებას მოახდენდა. პოლიტიკური, დემოკრატიული უკუსვლა აშკარაა.სამწუხაროდ, ქართულ ოცნებას ქვეყანა აღმოსავლეთისკენ მიჰყავს.
ვხედავ, რომ საქართველო ბრუნდება ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობაში, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. ასე რომ, გილოცავთ. ბრიუსელის ნაცვლად, თქვენ გეყოლებათ მეტი მოსკოვი. ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოზე. ჩვენ ასე ვაფასებთ: ფაქტობრივად, ინტეგრაცია ჩიხშია. ვერ ვხედავთ საქართველოს წარმომადგენლებს. ისინი არ მოდიან აღმოსავლეთ პარტნიორობის შეხვედრებზე. გულწრფელად რომ ვთქვათ, მათ არ აქვთ არანაირი გზავნილი. ამიტომაც არ მოდიან. ვერ ხედავენ ამაში რაიმე სარგებელს. მაგრამ კარი ღიაა. თუმცა ვხედავთ, როგორ უხსნის კარს „ქართული ოცნება“ აღმოსავლეთის ინტეგრაციას. წარმატებებს გისურვებთ ქვეყნის წარსულში დაბრუნებაში” – განაცხადა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა.

