ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

საფრანგეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს ჟერარ ლაშერს შეხვდა

საფრანგეთის სენატის ეზოში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც საფრანგეთის რესპუბლიკის გვარდიის საპატიო ყარაულის პირადი შემადგენლობა და კავალერია მონაწილეობდა.

შეხვედრისას მხარეებმა საფრანგეთსა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საფრანგეთის სენატის თავმჯდომარემ ჟერარ ლაშერმა განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო – ევროკავშირის პარტნიორობას და საქართველოს პრეზიდენტის შეტყობინებებიდან ნათელი გახდა, რომ ეს პარტნიორობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

,,იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც ყველა ვალდებულება შეასრულა, სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ახლა საკითხი დგას ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაზე, ვფიქრობ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნდა იყოს ისეთი შედეგი, რასაც საქართველო მოელის“, – განაცხადა ჟერარ ლაშერმა

იტვირთბა....