მიხეილ ყაველაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტს, პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
„როგორც შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილი განაცხადა, იგი მიესალმება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პერე ჟოან პონს სამპიეტროს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის გამართვისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისათვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, საქართველო იყო და კვლავ რჩება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის მტკიცე მხარდამჭერი.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო უცვლელად მოქმედებს როგორც კონსტრუქციული და პასუხისმგებლობის მქონე მონაწილე სახელმწიფო, რომელიც მრავალმხრივი თანამშრომლობის განმტკიცებისა და დიალოგის ერთგულია.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

