აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებული ფინანსური ასოციაციის „ალ-ქარდ ალ-ჰასანის“ ობიექტებზე იერიშები მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში მორგი საჰაერო იერიში განახორციელეს.

სამხედროების ცნობით, თავდასხმების სამიზნე დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებული „ალ-ქარდ ალ-ჰასანის ასოციაციის“ (AQAH) ობიექტები იყო.

ამასთან, ისრაელმა სამხრეთ ლიბანში მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი ავიჩაი ადრაი აცხადებს, რომ ისრაელი ძალის გამოყენებით მოქმედებს მდინარე ლიტანის სამხრეთით მდებარე „ჰეზბოლას“ ობიექტების წინააღმდეგ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ჩვენს სასწრაფო მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივ დატოვოთ თქვენი სახლები და გაემართოთ ლიტანის მდინარის ჩრდილოეთით“, – წერს ის X-ზე.

ცნობისთვის, „ალ-ქარდ ალ-ჰასანის ასოციაციის“ ობიექტებზე ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში 9 მარტსაც მიიტანეს.

AQAH „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებული ფინანსური ასოციაციაა. ისრაელში აცხადებენ, რომ ის „ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობას აფინანსებს, რასაც ისინი უარყოფენ. AQAH-ში აცხადებენ, რომ მხოლოდ მცირე, უპროცენტო სესხებს აძლევენ რიგით ლიბანელებს.

იტვირთბა....