აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელში ბოლო 24 საათის განმავლობაში საავადმყოფოებში 191 დაშავებული ადამიანი მოათავსეს

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანთან კონფლიქტის შედეგად საავადმყოფოებში 191 დაშავებული ადამიანი მოათავსეს.

ისრაელის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ეს რიცხვი მოიცავს როგორც მშვიდობიან მოსახლეობას, ასევე ჯარისკაცებს.

საავადმყოფოში მყოფთაგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, სამის – მძიმე, ორის – საშუალო სიმძიმის, ხოლო 172-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანთან ომის დაწყებიდან, 28 თებერვლიდან, საავადმყოფოებში 2 339 ადამიანი მოათავსეს, რომელთაგან 95 ამჟამად ჰოსპიტალიზებულია.

იტვირთბა....