აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პრეზიდენტ პუტინთან ძალიან კარგი საუბარი ჰქონდა.
„ჩვენი მხრიდან და მისი მხრიდან ბევრი ადამიანი იყო ხაზზე. ვისაუბრეთ უკრაინაზე, რომელიც უბრალოდ დაუსრულებელი ბრძოლაა. პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის უზარმაზარი სიძულვილია. როგორც ჩანს, ისინი ვერ ახერხებენ შეთანხმებას. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს იყო პოზიტიური საუბარი ამ საკითხზე. ცხადია, ვისაუბრეთ ახლო აღმოსავლეთზე. მას სურს დახმარება. მე ვუთხარი, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებით უფრო დაგვეხმარებოდა. ეს უფრო სასარგებლო იქნებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

