ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა გააგრძელოს თავდასხმები იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება და რომ აშშ-სთან მოლაპარაკებები დღის წესრიგში არ დგას.
„ჩვენ კარგად ვართ მომზადებულები, რომ გავაგრძელოთ მათზე თავდასხმა ჩვენი რაკეტებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – განუცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ამერიკულ მაუწყებელ PBS News-ს.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები დღის წესრიგში აღარ არის.
„არამგონია, ამერიკელებთან საუბრის ან ამერიკელებთან მოლაპარაკების საკითხი კვლავ დაიდოს მაგიდაზე, რადგან ამერიკელებთან საუბრის ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს. მათთან მოლაპარაკებას გასული წლის ივნისში ვაწარმოებდით და მოლაპარაკებების შუაგულში თავს დაგვესხნენ. წელსაც სცადეს დავერწმუნებინეთ, რომ ამჯერად სხვა დროა. დაგპირდნენ, რომ ჩვენზე თავდასხმის განზრახვა არ ჰქონდათ და სურდათ ირანის ბირთვული საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარება და მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა. საბოლოოდ დავთანხმდით. მაგრამ, კვლავ, მოლაპარაკებების სამი რაუნდის შემდეგ და მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებებში ამერიკულმა გუნდმა თავად განაცხადა, რომ ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ, მაინც გადაწყვიტეს ჩვენზე თავდასხმა. ამიტომ, არა მგონია, ამერიკელებთან საუბარი ჩვენს დღის წესრიგში კიდევ იყოს“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

