აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“აშშ-ის მიერ იარაღის ნაწილის სამხრეთ კორეიდან ახლო აღმოსავლეთში განლაგებას ვერ შევაჩერებთ” – სამხრეთ კორეის პრეზიდენტი

სამხრეთ კორეა ქვეყანაში მყოფი აშშ-ის ძალების მიერ გარკვეული იარაღის ახლო აღმოსავლეთში განლაგებას ვერ შეაჩერებს, – ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე მიუნგმა განაცხადა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემები ახლო აღმოსავლეთში იგზავნება.

მედიის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სეულმა წინააღმდეგობა გამოხატა, თუმცა იმ მდგომარეობაში არ არის, მოთხოვნები წაეყენებინა.

ლი ჯე მიუნგის მტკიცებით, ქვეყნიდან აშშ-ის ზოგიერთი იარაღის გატანა ჩრდილოეთ კორეის მიმართ შეკავების სტრატეგიას ხელს არ უშლის.

მედიის ინფორმაციით, ბოლო დროს მიმდინარეობს მსჯელობა სამხრეთ კორეაში მყოფი აშშ-ის ძალების მიერ გარკვეული იარაღის, როგორიცაა არტილერიის ბატარეები და საჰაერო თავდაცვის იარაღი, ქვეყნიდან გატანასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....