აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“კვიპროსზე თავდასხმა მთელ ევროპაზე თავდასხმას წარმოადგენს” – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კვიპროსზე ვიზიტისას კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ქრისტოდულიდესთან და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კვიპროსზე თავდასხმა მთელ ევროპაზე თავდასხმას წარმოადგენს.

„კვიპროსის დაცვა საბერძნეთისთვის, როგორც თქვენი მეზობლის, პარტნიორისა და მეგობრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთისთვის და ევროკავშირისთვის“, – განაცხადა მაკრონმა.

ასევე, მაკრონის ცნობით, საფრანგეთი ევროკავშირის საზღვაო მისიის ფარგლებში წითელ ზღვაში ორ ფრეგატს გაგზავნის.

„ჩვენ ახლა წმინდა თავდაცვითი მისიის ჩამოყალიბების პროცესში ვართ, რომელიც ევროპულ და არაევროპულ სახელმწიფოებთან ერთად შეიქმნება“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....