თურქეთში ირანიდან გაშვებული რაკეტა ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის საშუალებით განადგურდა.
ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ირანიდან გაშვებული მეორე ბალისტიკური რაკეტა ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის საშუალებებით განადგურდა მას შემდეგ, რაც ის თურქეთის საჰაერო სივრცეში შევიდა.

