ირაკლი კობახიძე კომენტარს აკეთებს ევროკომისიის მიერ საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხზე – “მოვაგვარებთ ამ ყველაფერს ძალიან მარტივად. შევიტანთ განაცხადს, მივიღებთ ვიზას და წავალთ შესაბამის ქვეყანაში…”.
“მოვაგვარებთ ამ ყველაფერს ძალიან მარტივად. შევიტანთ განაცხადს, მივიღებთ ვიზას და წავალთ შესაბამის ქვეყანაში…ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა. საით მიაქანებს ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირს ეს მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ მსოფლიო ეკონომიკაში 30% იყო ევროკავშირის ეკონომიკის წილი 2008 წელს. არის ჩამოსული 17-ნახევარ %-მდე. 2025 წლის მონაცემები იქნება კიდევ უფრო დაბალი., კურსი აქვს გასასწორებელი ევროპულ ბიუროკრატიას…ჩვენ გვაქვს კურსი გასწორებული, ჩვენ ვიცით რა არის ჩვენი მიზანი” – ამბობს კობახიძე.
ევროკომისიამ 6 მარტს საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლას შეაჩერა.
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუციის მიღებას აპირებენ. ჯერჯერობით დოკუმენტი სამუშაო პროცესშია. ოთხშაბათს ბრიუსელში საგანგებო დებატებია ჩანიშნული, თუმცა უცნობია, დაესწრებიან თუ არა მას ოცნების წარმომადგენლები.

