ირაკლი კობახიძემ პროპაგანდისტული მედიების წარმომადგენლების კითხვაზე, რომ ოპოზიციის ალიანსი შესაძლოა ნაციონალური მოძრაობისა და 5 ნომრის ქვეშ გაერთიანდეს განცხადა – “შესაძლოა დაემატოს [პარტიები რომლის აკრძალვასაც ითხოვენ] გამომდინარე იქიდან, რომ ერთად გამოხატეს საკუთარი პოზიცია პროცესებთან დაკავშირებით”.
“ერთადერთი რასაც გამოიწვევს ეს ჩვენთვის, მოგვიწევს ალბათ იმ სარჩელის კორექტირება რომელიც შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში. დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა გამომდინარე ახალი კონფიგურაციიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული. შესაძლოა დაემატოს [პარტიები რომლის აკრძალვასაც ითხოვენ] გამომდინარე იქიდან, რომ ერთად გამოხატეს საკუთარი პოზიცია პროცესებთან დაკავშირებით, შეიძლება შეივსოს ეს სია საკონსტიტუციო სარჩელში. შეიძლება ყველა შესაბამისი პარტიაც მოხვდეს საკონსტიტუციო სარჩელში. ამაზე ბუნებრივია ვიმუშავებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას ” – ამბობს კობახიძე პროპაგანდისტული მედიების წარმომადგენლების კითხვაზე, რომ ოპოზიციის ალიანსი შესაძლოა ნაციონალური მოძრაობისა და 5 ნომრის ქვეშ გაერთიანდეს.
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით. სარჩელში მოთხოვნილია ნაციონალური მოძრაობის, კოალიცია ცვლილებისთვისა და ლელო ძლიერი საქართველოს აკრძალვა.

