აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთის სასამართლოში კორუფციის ბრალდებით დაკავებული სტამბოლის ყოფილი მერის და სხვა ოპოზიციონერების წინააღმდეგ პირველი სასამართლო მოსმენა დღეს იწყება

თურქეთის სასამართლოში კორუფციის ბრალდებით დაკავებული სტამბოლის ყოფილი მერის, ექრემ იმამოღლუსა და სხვა ოპოზიციონერების წინააღმდეგ პირველი სასამართლო მოსმენა დღეს იწყება.

მარმარას სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც იმამოღლუ პატიმრობაში იმყოფება და სილივრის სასამართლოსთან ასობით ადამიანია შეკრებილი.

55 წლის ექრემ იმამოღლუ 2025 წლის 23 მარტს დააკავეს. მას ბრალი დაახლოებით 140 ეპიზოდში ედება, მათ შორის ქრთამის აღებასა და კორუფციაში, რასაც თავად უარყოფს. მასთან ერთად სასამართლოს წინაშე კიდევ 407 ბრალდებული წარდგება – იმამოღლუს მხარდამჭერები, რომლებსაც ასევე კორუფციულ საქმიანობაში ადანაშაულებენ.

ექრემ იმამოღლუ 2028 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ კონკურენტად მოიაზრება.

იტვირთბა....