ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ლიბანის მოსახლეობას, მათ შორის ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში მცხოვრებლებს აფრთხილებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, ავიჩაი ადრაიმ განაცხადა, რომ უახლოეს საათებში თავდაცვის ძალები ალ-ქარდ ალ-ჰასანის ასოციაციის (AQAH ) ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იმოქმედებს.
ამასთან, ისრაელი აცხადებს, რომ AQAH-ი დაჯგუფება „ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობას აფინანსებს, რასაც ისინი უარყოფენ. AQAH-ში აცხადებენ, რომ მხოლოდ მცირე, უპროცენტო სესხებს აძლევენ რიგით ლიბანელებს.

