აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მე მგონი, საზოგადოება აკვირდება, რომ სუს-ს ვისი პოვნაც უნდა ადვილად პოულობს… არავის და არაფერს ამ მხრივ ერიდება” – პაპუაშვილი იმ გამოხმაურებებზე, რაც სუს-ის შაბათს გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა

პაპუაშვილი განცხადებას აკეთებს იმ გამოხმაურებებზე, რაც სუს-ის შაბათს გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა.

“მე მგონი, საზოგადოება აკვირდება, რომ სუს-ს ვისი პოვნაც უნდა ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველი აქვთ ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში, არავის და არაფერს ამ მხრივ არ ერიდება. ასე, რომ არ ინერვიულოს არავინ, ვინც საპოვნელია ყველას იპოვის ჩვენი სახელმწიფო და თუ ვინმე წარსადგენი არის მართლმსაჯულებაში მასაც წარადგენენ” – ამბობს პაპუაშვილი იმ გამოხმაურებებზე, რაც სუს-ის შაბათს გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა.

სუს-მა 7 მარტს განაცხადა, რომ გივი თარგამაძეს ვერ უკავშირდებოდნენ და მას ტელეფონი გათიშული ჰქონდა. თარგამაძეს პროპაგანდისტული მედიების საშუალებით გადასცეს შეტყობინება, რომ გამოკითხვაზე იყო დაბარებული.

იტვირთბა....